კორონავირუსის ვაქცინაციის ჯგუფი გაფართოვდა 

31 მარტი 2021, 12:55 991 ნახვა

კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებას 55 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოქალაქეთა წრე გაფართოვდა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ აქტიურობა არის, ამიტომ საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო.

ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახდება დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვისაც, რადგან ისინი მარალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათი აცრა მოხდება კლინიკებში, სადაც მკურნალობის თერაპიას გადიან.

ასევე ნუსხას დაემატა მოქალაქეები, რომლებსაც ოპერაცია აქვთ ჩატარებული და გადანერგილი აქვთ ორგანოები. 

სპეციალურ პორტალზე გაიხსნება დამატებითი ფანჯარა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინის დოზების დაკარგვა, რომ არ მოხდეს პოლიციის და ჯარის ჩართულობით სათადარიგო სიები შეიქმნება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში