ლეღვაში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

31 მარტი 2021, 13:05 1505 ნახვა

სოფელ ლეღვაში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.  შემთხვევის ადგილას მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. იგი სოფელ ლეღვას მკვიდრია.  შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო სამართალდამცავები და სამაშველო  ბრიგადა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში