დაკავება ჯგუფურად ყაჩაღობის ფაქტზე

31 მარტი 2021, 13:08 1064 ნახვა

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია "სპარში", მოლარეებს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში