მამაკაცმა პოლიციის შენობასთან მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა

31 მარტი 2021, 17:15 5994 ნახვა

ზუგდიდში, მამაკაცმა პოლიციის შენობასთან გაჩერებულ ''ნისანის'' მარკის მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცმა დაახლოებით 4-ჯერ გაისროლა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ სროლის ხმა გაიგეს. 

ამ წუთებში შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ და ტერიტორია პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული. 

დაშავდა თუ არა ვინმე სროლის დროს ჯერ-ჯერობით უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში