გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის ლიდერების ვიდეოკონფერენცია გაიმართა

31 მარტი 2021, 17:47 917 ნახვა

ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მოლაპარაკებები.  მერკელმა, მაკრონმა და პუტინმა  კორონავირუსის  პანდემიასთან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანებაზე გაამახვილეს ყურადღება.

იმსჯელეს ასევე ევროკავშირში რუსული ვაქცინის სპუტნიკ-ვის რეგისტრაციის, ევროპულ ქვეყნებში ამ პრეპარატის შესაძლო მიწოდებისა და ერთობლივი წარმოების პერსპექტივებზე. 

რაც შეეხება უკრაინაში სიტუაციას, მხარეებმა 2015 წლის მინსკის შეთანხმების, როგორც ამ ქვეყნის საშინაო კონფლიქტის დარეგულირების საფუძვლის უალტერნატივობას გაუსვეს ხაზი. მაკრონმა, მერკელმა და პუტინმა ბელარუსში, ლიბანსა და სირიაში არსებულ  სიტუაციაზე და  ირანის ბირთვულ პროგრამაზეც იმსჯელეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში