საქართველო ''ფაიზერისგან'' მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს - ჯანდაცვის მინისტრი

31 მარტი 2021, 17:44 824 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო "ფაიზერისგან" ერთ მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კომპანიისგან ელოდებიან დასტურს რა გრაფიკით მოხდება ვაქცინის მოწოდება.

„ფაიზერთან" და სხვა მწარმოებლებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. „ფაიზერთან" მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა ერთ მილიონ დოზაზე, თუმცა, ამ ეტაპზე, მათგან ველოდებით დასტურს როგორ, რა ფორმატით მოგვაწვდიან და რა განრიგი იქნება შემოთვაზებული ამ მილიონი დოზის მოწოდებაზე",- განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში