კოვიდი „აჭარის ტექსტილის“ ფოთის ფილიალში

31 მარტი 2021, 20:04 2784 ნახვა

„აჭარა ტექსტილის“  ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში  კორონავირუსით ინფიცირების 29 შემთხვევა დაფიქსირდა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, ფაბრიკის დროებით დახურვის ან სამუშაოს ჩვეულ რეჟიმში გაგრძელების ბედი თანამშრომლებისთვის ჩატარებული ტესტების  პასუხებზეა დამოკიდებული.

„აჭარა ტექსტილს“  ქვეყნის მასშტაბით  4 სამკერვალო ფაბრიკას ფლობს, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული. კომპანია ტანსაცმელს კერავს ისეთი ბრენდებისთვის, როგორიცაა ნაიკი და ადიდასი.

კომპანიის დირექტორის თქმით, ფაბრიკის დროებით დახურვა  პრობლემას სწორედ  დამკვეთებისთვის  პროდუქციის დაგეგმილ ვადებში მიწოდების კუთხით შექმნის. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში