ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული

01 აპრილი 2021, 10:54 18933 ნახვა

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. თვითმხილველების თქმით, სამართალდამცველებმა მსუბუქი ავტომობილი გააჩერეს და მანქანიდან ორი პირი გადმოიყვანეს. 

ამ წუთებში პოლიციელები მოქალაქეებს ჩხრეკენ. სამართალდამცველებმა რამდენიმე ნივთი სპეციალურ პაკეტებში მოათავსეს, თუმცა ამ ეტაპისთვის უცნობია რა ამოიღეს.

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამართალდამცველებმა განუცხადეს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებდნენ. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში