ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის 149 ადამიანი დააჯარიმეს 

01 აპრილი 2021, 12:47 1622 ნახვა

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებსა და სამარშრუტო ტაქსებში პირბადის გარეშე მგზავრობისთვის წელს 149 ადამიანი დააჯარიმეს. ინფორმაციას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.  

მაკონტროლებლებმა უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 216 პირს გამოუწერეს. 

სატრანსპორტო კომპანიებს კი სანებართვო პირობების დარღვევაზე 40 სამართალდარღვევის ოქმი დაუწერეს. მათ შორის ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის,  მგზავრობის საფასურის თვითნებური გაზრდისა და სამარშუტო ხაზის დარღვევისთის. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში