ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გუგუტიაანთკარელი რამაზ ბეღელური  გაათავისუფლეს

01 აპრილი 2021, 13:51 1206 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, რომელიც დაახლოებით ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. 

ოსურმა მხარემ რამაზ ბეღელური ქართველ პოლიციელებს სოფელ ერგნეთში გადასცა.

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ბეღელური მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა. 

რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში