პოზნერი: “ჩვენგან არავინ დაუჯარიმებიათ”

01 აპრილი 2021, 14:38 915 ნახვა

ვლადიმერ პოზნერი კი უკვე მოსკოვშია და აცხადებს, რომ  საქართველოში ყოფნისას საკარანტინო ზომების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებიათ, - „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტმა მათთან ინტერვიუში განაცხადა.თბილისში განვიტარებულ მოვლენებს  გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი და განაცხადა, რომ  რუსებისთვის  საქართველოში მოგზაურობა სახიფათოა.  მისი თქმით, კრემლი მკაცრად გმობს საქართველოს დედაქალაქში „ექსტრემისტი ნაციონალების მიერ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებს“. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც დაგმო ნაციონალისტების ქმედებები. ”ჩვენ ვნახეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომელმაც ასევე დაგმო ეს ქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამ განცხადებას”, - განაცხადა პესკოვმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში