ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს

01 აპრილი 2021, 14:40 730 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან რამაზ ბეღელური გაათავისუფლეს, იგი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ბეღელური ცხელი ხაზის მეშვეობით აქტიური კომუნიკაციითა და მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა. რამაზ ბეღელური 2 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს. იგი ამავე სოფლის მკვიდრია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში