პოზნერი მიუღებელი პირი თუ იყო, სახელმწიფოს ჰქონდა ბერკეტი, არ შემოეშვა საქართველოს ტერიტორიაზე - ომბუდსმენი

01 აპრილი 2021, 14:39 740 ნახვა

გარკვეული გარემოებები ან ეჭვები თუ არსებობს, რომ კონკრეტული პირების შემოსვლა არ არის ქვეყნის ინტერესებში, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, ისინი არ შემოუშვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, ამ უფლებამოსილებას ჩვენი სახელმწიფო ძალიან ხშირად იყენებს და ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც არაერთი პირი მიმართავს.

„ შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჰქონდა შესაძლებლობა, ასევე საკანონმდებლო ბერკეტიც, რომ თუ ის ამ რისკებს ხედავდა, თუ მისთვის არასასურველი პირები იყვნენ, მათი პოლიტიკური მოსაზრებების თუ სახელმწიფოს ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით დამოკიდებულების გამო, მიეღო ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში