ორსულების ვაქცინაციის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს - ხათუნა ზახაშვილი

01 აპრილი 2021, 17:07 874 ნახვა

ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ორსულებში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შესახებ კვლევები ჩატარებული არ არის. 

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ თუ ორსულობისას შემთხვევითი მიზეზით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ კიდევ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში