პოზნერის გამოხმაურება

02 აპრილი 2021, 12:49 804 ნახვა

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მისი ხმაურიანი სტუმრობისა და ჩაშლილი დაბადების დღის წვეულების  შესახებ საუბრისგან თავს  იკავებს. ტელეწამყვანი საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც შეკრება მოაწყვეს მისი ყურადღების ღირსნი არ არიან. ‘’ დიდი პატივია, ამიტომ ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები” – წერს პოზნერი.  ის საქართველოში 87 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 40-ზე მეტ მეგობართან ერთად ორი დღის წინ ჩამოფრინდა,  თუმცა საპროტესტო აქციების გამო უკან მოსკოვში წასვლა მალევე მოუხვდა.  სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი  სხვადასხვა წელში მის მიერ გაკეთებულმა ანტი სახელმწიფოებრივმა განცხადებებმა გამოიწვია, ისინი მოითოხვდნენ,  რომ პუტინის იდეოლოგს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს, ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში