ზაზა გახელაძე ოჯახს შეხვდა

02 აპრილი 2021, 12:51 816 ნახვა

ოკუპირებული ცხინვალის საპყრობილეში მყოფ ზაზა გახელაძეს, მამა, მეუღლე და შვილები შეხვდნენ. უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძის მეუღლის ინფორმაციით , ზაზა გახელაძე  „წითელი ჯვრის“ დახმარებით ნახეს. ამბობს, რომ ზაზას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას ჭრილობა აღარ აწუხებს, ასევე არ ხდება საპყრობილეში მისი ეთნიკური ნიშნით ზეწოლა . 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპში სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, მას 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში