სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

02 აპრილი 2021, 13:08 881 ნახვა

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წინასწარი ცნობით, სამგზავრო მატარებელი, რომლითაც 350-მდე ადამიანი მგზავრობდა, გვირაბში ლიანდაგებიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა.  ტაივანში ბოლო 40 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფაა. ავარია ტაივანის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ჰუალიენთან მოხდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში