ჯანმო-ს დირექტორი აცხადებს, რომ „კოვაქსის“ პროგრამა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას

02 აპრილი 2021, 13:12 881 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ  „კოვაქსის“ პროგრამა, რომელიც ღარიბი  ქვეყნებისთვის კორონავირუსის  საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდებას ითვალისწინებს, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ორგანიზაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ გასულ კვირას მან მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების დოზები გააჩნიათ, დაუყოვნებლივ გაუნაწილონ 10 მილიონი დოზა „კოვაქსს“. მისივე თქმით, მედიკოსებისა და რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ჯერ დაწყებული არ არის. როგორც გებრეიესუსმა აღნიშნა, ვაქცინების სამართლიანად განაწილებისთვის დრო ჯერ არ ამოწურულა. დამატებითი 10 მილიონი დოზის განაწილება იქნებოდა საგანგებო ზომა იმისთვის, რომ იმ 20 ქვეყანაში, რომლებიც მზად არიან ვაქცინაციისთვის, თუმცა ჯერ არ მიუღიათ ვაქცინა, 10 აპრილამდე დაიწყონ მედიკოსებისა და ხანდაზმულთა აცრა - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში