სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

02 აპრილი 2021, 15:25 792 ნახვა

ტაივანში სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა. დაიღუპა 54 და დაშავდა 156 ადამიანი.  მონაცემებს ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაღუპულთა შორის მატარებლის მემანქანე  და მემანქანის თანაშემწე არიან. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 9 საათსა და 30 წუთზე ჰუალიანის პროვინციაში მდებარე გვირაბში მოხდა.  მატარებლის შემადგენლობაში 8 ვაგონი  იყო, რომელიც 350 მგზავრზეა გათვლილი.  მეორე და მესამე ვაგონი რელსებიდან გადავარდა, მეოთხე და მეხუთე ძლიერ არის დეფორმირებული.  სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებდა ის, რომ  მატარებლის ძირითადი კორპუსი  გვირაბში იყო.   წინასწარი ვერსიით, ავარიის მიზეზი ცუდად გაჩერებული სამშენებლო ტექნიკა გახდა, რომელიც  სარკინიგზო ლიანდაგებთან ახლოს მდებარე ფერდობიდან დაიძრა და მატარებელს დაეჯახა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში