აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების დღე

02 აპრილი 2021, 15:38 1433 ნახვა

დღეს აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა.საქართველო ამ დღეს საინფორმაციო ღონისძიებებით 11 წელია უერთდება.  მშობლები, რომელთაც აუტისტური სპექტრის მქონე შვილები ჰყავთ, ამბობენ, რომ საზოგადოება ჯერაც არ არის მზად მიიღონ მათი შვილები.  სახელმწიფო პროგრამები კი ბოლო წლებში შედარებით მეტ საჭიროებებს აკმაყოფილებს.   თუმცა  ამბობენ, რომ საკმარისი მაინც არაა. აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალურ პროგრამას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და ბათუმის  მერია ახორციელებენ.  მათ გამოყენებითი ქცევითი ანალიზის და, საჭიროების შემთხვევაში მეტყველების, ოკუპაციური თერაპიისა და სხვა მომსახურება უფინანსდებათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში