კორონავირუსის შემთხვევების გამო, ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა

02 აპრილი 2021, 16:29 1734 ნახვა

ფოთში, სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილმა“ მუშაობა დროებით შეაჩერა.

დაწესებულებაში კორონავირუსის 50-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.

"აჭარა ტექსტილის" დირექტორის განცხადებით, საქართველოში არსებული მათი ოთხი საწარმოდან, სავარაუდოდ 2 კვირით მხოლოდ ფოთში მდებარე ფაბრიკა დაიხურა.

"გამოვლინდა 29 შემთხვევა, გავაკეთეთ „პისიარ“ ტესტი და კიდევ დაგვიდასტურდა კოვიდის შემთხვევები. მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შეჩერდეს საწარმოო პროცესი, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ ფოთის საწარმოს. იცით, რომ ოთხი საწარმო გვაქვს საქართველოში, ყველა დანარჩენი ფუნქციონირებს. ფოთის საწარმო სავარაუდოდ 11 აპრილს გაიხსნება“, – განაცხადა გია ლომინაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში