„ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე 15-მდე პირი დააკავეს

02 აპრილი 2021, 16:43 857 ნახვა

''ქართული ოცნების'' ოფისთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს. პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა მოძრაობა ''შეცვალესა'' და ''გაბედეს'' 15 აქტივისტი.

ისინი საპროტესტო აქციას მართავდნენ, ოფისთან მიიტანეს მავთულხლართები და ბანერები, წარწერით: „აფხაზეთი საქართველოა“ , „რუსული ოცნება“. 

დაკავებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია “ქართული ოცნების” ოფისთან უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოჩნდა. მას აქციის მონაწილეებმა „მონა“ უწოდეს, დეპუტატმა კი შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.

''ქართული ოცნების'' ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იმართება. 

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში