ხმაური რიონის ხეობაში - დაკავებულია 2 პირი

03 აპრილი 2021, 18:35 821 ნახვა

დაპირისპირება და ხმაური გრძელდება რიონის ხეობაში,  სადაც  პოლიციამ  ორი  სამოქალქო აქტივისტი  დააკავა. შინაგან  საქმეთა  სამინისტროს ინფორმაციით, ორივე მათგანი წვრილმანი ხულიგნობის მუხლითაა დაკავებული. ხმაური და დაპირისპირება ნამახვანში სამუშაოებს  მოჰყვა.   ტერიტორიაზე დილიდან   შეიყვანეს ტექნიკა  და წინამოსამზადებელი  სამუშაოები  დაიწყეს. აქტივისტებს პოლიცია  სამშენებლო მოედანთან მისვლის საშუალებას  ამ დრომდე არ აძლევს. 

სამუშაოების განახლებას კი  ის მოქალაქეები  აპროტესტებენ, ვინც  უკვე 160 დღეა ჰესის მშნებლობის წინააღმდეგ აქციებს   მართავს.  პოლიციას გადაკეტილი აქვს ნამახვანთან  მისასვლელი გზებიც და იქ მოსახლეობის ინფორმაციით, მანქანებს შერჩევით ატარებენ.  შსს-ს  ინფორმაციით   გადაადგილება უსაფრთხოების მიზნით დროებით იზღუდება. ისინი აქციის მონაწილეობს მოუწოდებენ დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონის  ფარგლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში