პროტესტის 160-ე დღე ნამახვანში

03 აპრილი 2021, 20:20 943 ნახვა

ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება და სხვადასხვა ფორმას იძენს, დღეს ჰესის ტერიტორიაზე სამუშაოები მიმდინარეობდა, რომელზეც ენკას წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები იყო, თუმცა ორი აქტივისტი პოლიციამ მაინც დააკავა, მანამდე კი პოლიციამ გზა გადაკეტა, სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი.

ადგილობრივები ხევში პრემიერის ჩასვლას და მასთან შეხვედრას ითხოვენ, თვლიან რომ დღევანდელი ქმედება ძალის დემონსტრირება იყო. ნამახვანში საპროტესტო აქციები 160 დღეა გრძელდება

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში