არა ნამახვანჰესს – პროტესტი გრძელდება

04 აპრილი 2021, 12:25 800 ნახვა

მორიგი პროტესტი ნამოხვანჰესის წინააღმდეგ.მოქალაქეები გუმათის დასახლებაში იკრიბებიან. ადგილზე სპეცრაზმი, წყლის ჭავლის მანქანა და პოლიციის დანაყოფებია მობილიზებული.

ავტომობილებით გადაადგილება შეფერხებულია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ფეხით  გადაადგილება უწევთ. მათი თქმით, უერთდებიან პროტესტს და არ მისცემენ ჰესის აშენების უფლებას. ჰესის მოწინააღმდეგეები გუშინ ღამით პოლიციამ ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის დააჯარიმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში