ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია პოლიციას მიმართავს

04 აპრილი 2021, 15:30 823 ნახვა

„ენკას“ დირექტორი მერაბ ლომინაძე პოლიციას სთხოვს, დაიცვას კომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება. მისი ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან.

ამბობს, რომ 3 აპრილს სამშენებლო მოედანზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის სპეციალური წარმომადგენელი, რომელმაც, სამწუხაროდ, დრო ვერ გამონახა, შეხვედროდა „ენკას“ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს, რომლებიც რამდენიმე თვეა, პროტესტის მონაწილეთა ერთი ნაწილის მხრიდან მუქარის ქვეშ იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში