პროტესტი ჰესის წინააღმდეგ და თურნავას პასუხი

04 აპრილი 2021, 18:30 981 ნახვა

ნამახვანჰესის კაშხლის მშენებლობა გადაიდო-ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის მინისტრმა განაცხდა. ნათია თურნავა რიონის ხეობაში მიმდინარე აქციის მონაწილეებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ "ის მიზეზი, რაც იწვევდა მათ გულწრფელ შეკითხვებს და წუხილს ნამახვანი ჰესის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად დღეს მოხსნილია".

მინისტრის თქმით, დაწყებულია ღია დიალოგი ყველა დაინტერესებულ პირთან და ექსპერტთან და გახსნილია ყველა კვლევა, რაც წლების განმავლობაში აქვს მომზადებული კომპანიას. რაც შეეხება აქციას.ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა გუმათში, კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორის თქმით, შეიქმნა  ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ.კომენდანტის საათის დროს დარჩნენ.

ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას 161 დღეა აპროტესტებენ. მათი თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში