ვითარება ჭყონდიდის ეპარქიაში

04 აპრილი 2021, 18:00 605 ნახვა

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სასულიერო პირების დასჯას აგრძელებს. მიტროპოლიტმა სტეფანემ მამა ათიოგენეს არქიმანდრიტობა შეუჩერა, მამა დანიელს კი - მღვდელმსახურება. მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურების უფლება ჩამოერთვათ მამა მირიან მესხს, მამა ლუკას და და ანანია კალანდაძეს. ეს გადაწყვეტილება მიტროპოლიტმა რამდენიმე წუთის წინ, საკვირაო ქადაგებაზე გამოაცხადა.

ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტს სასულიერო პირებისთვის ერთკვირიანი ვადა ჰქონდა მიცემული სინანულისთვის, მაგრამ ყველა მათგანი სინანულზე უარს აცხადებდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში