ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როდის დაიწყება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში - ტიკარაძე

05 აპრილი 2021, 10:43 946 ნახვა

საქართველოში "სინოფარმის" 100 000 დოზა ჩამოვიდა.  ის უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერ არის ის აღიარებული, რის გამოც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ის შემოსულიყო საქართველოში - განცხადება რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ჩინური ვაქცინა "სინოფრამის" წარდგენის დროს გააკეთა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "სინოფარმით" უკვე 40 000 000 ადამიანია აცრილი და მის სანდოობაზე კითხვები არ ისმის.

"მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან ის ელოდება ავტორიზაციას. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქს ინტენსიური მიმოწერა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. რის შემდეგაც საბჭოსთან მსჯელობის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როდის იქნება ჩინური ვაქცინით ვაქცინაცია საქართველოში უკვე შესაძლებელი"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან რეგისტრაციას აპრილის შუა რიცხვებში ელოდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში