აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის დინამიკა გვაქვს - ამირან გამყრელიძე

05 აპრილი 2021, 10:53 2404 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა კლასტერებიც, ხოლო აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის დინამიკა გამოიკვეთა. 

მირან გამყრელიძის თქმით, ეს უკავშირდება დიდ თავშეყრებს, ქელეხებსა და ქორწილებს.

''გვაქვს კლასტერები შიდა ქრათლში, სამეგრელოში, გურიაში. მოგიწოდებთ როგორმე თავი შევიკავოთ მსგავსი შეხვედრებისგან. ეს აკრძალულია, მაგრამ მოსახლეობა არ ემორჩილება. თუ არ გვინდა ქვეყანაში ნოემბერი და დეკემბერი განმეორდეს და მესამე ტალღაში შევიდეთ, რეკომენდაციები უდნა დავიცვათ. ასევე აუცილებელია ვაქცინაციის პროცესის გაფართოება. 

ვფიქრობ მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს პროცესის კიდევ უფრო გაფართოებას, რადგან პანდემიის დამარცხების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე. ​''სინოფარმის'' 100 000 დოზის მიღებით ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა პროცესი გაფართოვდეს, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყოს, რაც შეიძლება მალე'' - განაცხადა გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში