ინდონეზიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

05 აპრილი 2021, 13:01 873 ნახვა

ინდონეზიაში წყალდიდობამ 1 000-ზე მეტი სახლი დატბორა, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი. ინტენსიური წვიმების შედეგად მდინარე კომორო ადიდდა და ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები დატბორა. როიტერის ინფორმაციით, სტიქიურ უბედურებას სულ მცირე 23 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სინოპტიკოსები ინდონეზიაში უამინდობას კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. ხელისუფლება მოსახლოებას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში