პროკურატურამ 11 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

05 აპრილი 2021, 15:41 1144 ნახვა

პროკურატურამ 11 ადამიანს ბრალი წარუდგინა  უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების გამო. მათგან 10 საქართველოს, ერთი კი ისრაელის მოქალაქეა. უწყების ინფორმაციით, ისინი  უკანონოდ მოიპოვებდნენ კრიპტოვალუტით ვაჭრობით დაინტერესებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს თბილისში ნაქირავები ოფისიდან, სისტემატურად უკავშირდებოდნენ პოტენციურ დაზარალებულებს და სთავაზობდნენ კრიპტოვალუტის უნაღდო ანარიშსწორებით შეძენას. ამ დროისთვის დადგენილი ზიანის ოდენობა შეადგენს 620 000 ევროს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში