ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აქციაზე - სამი მოქალაქე დააჯარიმეს

06 აპრილი 2021, 11:59 1059 ნახვა

ბათუმში, ღამის აქციაზე სამი აქტივისტი დააჯარიმეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. მათ შორის, მსვლელობის დროს "სირცხვილიას" აქტივისტ გიგა მაქარაშვილს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ სოლომონ ბაჯელიძეს კომენდატის საათის დარღვევის გამო 2 ათასი -2 ათას ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. მათი თქმით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და პოლიციას ამ ჯარიმით პროვოკაციის გამოწვევა და აჟიოტაჟის შემოტანა სურდა. "სირცხვილიას" აქტივისტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა 21 საათიდან მსვლელობა  დაიწყეს, მოგვიანებით კი ჯარიმების გასაპროტესტებლად აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს.   ადგილზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. მისი თქმით, დაჯარიმება იდენტიფიკაციის შემდეგ მოხდა და ყველა დაჯარიმდება, ვინც კანონს არღვევს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში