აჭარაში ეპიდვითარება მცირედით გაუარესდა - ნონა ეფაძე

06 აპრილი 2021, 11:57 1008 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განცხადებით, რეგიონში ეპიდვითარება მცირედით გაუარესდა. შეინიშნება შემთხვევების მატება და ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული მონაცემები საყურადღებოა. 

ნონა ეფაძის თქმით, ამ ეტაპზე ფიქსირდება შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია ოჯახურ კონტაქტებთან.

'' ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. მიმდინარეობს შემთხვევების და კონტაქტების კვლევა. იზოლაციაში გადაყვანა. სიმპტომების დაფიქსირების დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ ინფექციის დროულად გამოვლენა მოხდეს'' - ამბობს ნონა ეფაძე. 

რაც შეეხება სასწავლო დაწესებულებებსა და ბაღებს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია რამდენი შემთხვევაა დღეს გამოვლენილი, აღნიშნა, რომ შემთხვევების კვლევა და დაზუსტება მიმდინარეობს. 

,,საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემთხვევათა გამოვლენის მიხედვით ხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება. ეს იქნება ლოკალურად, კლასის ონლაინ სწავლებაზე გადასვლა თუ სკოლის დროებით დახურვა. იგივე ხდება ბაღებთან მიმართებითაც, ფასდება ეპიდემიოლოგიური რისკები. ჯერ ისევ მიმდინარეობს გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კვლევა და გადაწყვეტილება თუ იქნება ახალი წერტილოვანი შეზღუდვის დაწესების სკოლასთან და ბაღთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი"-განაცხადა ნონა ეფაძემ.

 

ფოტო: ბათუმის ბულვარი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში