უკრაინული მედია- ცეცხლის გახსნის შედეგად ორი სამხედრო დაიღუპა

06 აპრილი 2021, 12:42 707 ნახვა

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი შვიდჯერ დაარღვიეს, რის შედეგადაც ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ამის შესახებ ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება „აღმოსავლეთი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებს საპასუხო ცეცხლით უპასუხეს.  რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების ქმედებების შესახებ უკრაინულმა მხარემ ეუთოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში