აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე კონკრეტული გეგმა ჯერ არ არის - გაბუნია 

06 აპრილი 2021, 13:58 785 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულისთვის მომატებული მობილობის გონივრულ ფარგლებში შესანარჩუნებლად გეგმა ჯერ არ არის. თამარ გაბუნიას თქმით,  გადამწყვეტი იქნება მომდევნო კვირა. ყველაფერი კი დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე. 

„აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესების ნიშნები. ორკვირიანი ინტერვალით, როგორც ვაკვირდებით, მიმდინარე და მომდევნო კვირის განმავლობაში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ უკვე დაწესებული ზომები დამატებითი შეზღუდვების გარეშე აღსრულდეს.

შემდეგ ბუნებრივია, მოგვიწევს ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე საუბარი, რამდენად საჭიროა ადგილობრივ დონეზე გარკვეული შეზღუდვები, თუნდაც ლოკალიზაციის მიზნით რომელიმე დასახლებულ პუნქტში მობილობის შეზღუდვის სახით, მგზავრობის შეზღუდვაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მკაფიო ცხელი წერტილები, გარდა ერთეული კერებისა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის'' - ამბობს გაბუნია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში