ნატო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხადაჭერას უცხადებს

06 აპრილი 2021, 15:41 682 ნახვა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის სამხედრო აქტივობის გამო შეშფოთება გამოთქვა. გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინასთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრძელებს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. დღეს დილით, 6 აპრილს, ზელენსკის ტელეფონით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  ესაუბრა. ლონდონი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მტკიცედ უჭერს მხარს-აცხადებს ჯონსონი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში