ნიგერიის ციხიდან ასობით პატიმარი გაიქცა

06 აპრილი 2021, 15:47 936 ნახვა

ნიგერიის ციხიდან  1800-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. მასობრივ გაქცევამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაზე თავდასხმა მოხდა. შეიარაღებული პირები ადგილზე ავტობუსებითა და ავტომობილებით მივიდნენ და შენობის კედელი ააფეთქეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხეში  მხოლოდ 41 პატიმარი დარჩა. პოლიცია მომხდარში ერთ-ერთ სეპარატისტულ დაჯგუფებას ადანაშაულებს. ნიგერიის პრეზიდენტმა ციხეზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში