საქართველოში კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი

07 აპრილი 2021, 10:49 931 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 687 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 327 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 8.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 713 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 490, პისიარტესტით – 10 223.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,48 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,98 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 2,42 პროცენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 68, ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 41, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 18, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 285 645 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 275 547 გამოჯანმრთელდა, 3 840 კი გარდაიცვალა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში