თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს, შესაძლოა შემთხვევების მკვეთრი მატება იყოს - ეფაძე 

07 აპრილი 2021, 11:47 910 ნახვა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება და ეს საყურადღებოა. ნონა ეფაძის თქმით, მოსახლეობამ მკაცრად უნდა დაიცვას რეკომენდაციები და არსებული რეგულაციები. 

მისივე განმარტებით, ამ ეტაპისთვის, ორგანიზაციასთან დაკავშირებული კლასტერები რეგიონში არ არის.  ინფიცირება ძირითადად ოჯახურ კონტაქტებს უკავშირდება. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში 5 სკოლა დაიხურა, 4 ქობულეთში და ერთი ბათუმში. მიმდინარე კვირას ონლაინ სწავლებაზე გადავიდა 8 კლასი. ნონა ეფაძის განმარტებით, გასულ კვირას დახურულ სკოლებში პედაგოგებს და პერსონალს ტესტირება ჩაუტარდებათ და შედეგების მიხედვით სასწავლო დაწესებულების გახსნის გადაწყვეტილებას მიიღებენ. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალი ღონისძიებების და სადღესასწაულო სუფრების გამართვისგან.

''ეს მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს, უნდა ვეცადოთ დავიცვათ რეკომენდაციები, რადგნ ვირუსი მოსახლეობაში ცირკულირებს და შესაძლოა შემდგომ მასობრივ გავრცელებას მისცეს საფუძველი. თუ რეკომენდაციები არ იქნება დაცული, არ არის გამორიცხული გვქონდეს მკვეთრი მატება. პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია, ასევე არასამსახურეობრივი შეკრებები გახშირდა, მობილობა გაიზარდა, ეს შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი '' - ამბობს ნონა ეფაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში