საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარების მონიტორინგი გამკაცრდა

07 აპრილი 2021, 12:05 1899 ნახვა

კოვიდ 19-ის მესამე ტალღის შეკავების მიზნით ბათუმში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მონიტორინგი გამკაცრდა. ატარებენ თუ არა მგზავრები პირბადეებს და იცავენ თუ არა მგზავრობის წესებს, დაწესებულ რეგულაციებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში ყოველდღიურად  შეამოწმებს.პირბადის გარეშე გადაადგილების გამო ათეულობით მოქალაქე უკვე დაჯარიმდა. ფეხზე დგომით მგზავრობის გამო კი  ტრანსპორტი 300-მდე მგზავრს დაატოვებინეს. სატრანსპორტო კომპანიების მიმართ კი სანებართვო პირობების დარღვევაზე 40 სამართალდარღვევის ოქმია დაწერილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში