დანია კოვიდპასპორტების სქემას აამოქმედებს

07 აპრილი 2021, 12:48 800 ნახვა

დანია პირველი ქვეყანა გახდა ევროპაში, რომელმაც ე.წ.კოვიდპასპორტის სქემა აამოქმედა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დოკუმენტი, აპლიკაციის, ან დაბეჭდილი სახით, ხელმისაწვდომი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებული, კორონავირუსი 2-12 კვირის წინ დაუდასტურდათ, ან გასული 72 საათის განმავლობაში აღებულ ტესტზე უარყოფითი პასუხი აქვთ მიღებული. ამ ეტაპზე „კოვიდპასპორტი“ საშუალებას აძლევს მოქალაქეებს ესტუმრონ სილამაზის სალონებს და ავტოსკოლებს. მოგვიანებით კი, მისი მფლობელები მუზეუმებში, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლასაც შეძლებენ, რომელთა გახსნაც ქვეყანაში 6 მაისიდან იგეგმება. აღსანიშნავია, რომ მთავრობა ეკონომიკის სრულ გახსნას 21 მაისიდან გეგმავს, როცა 50 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია დასრულებული იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში