მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

07 აპრილი 2021, 12:51 743 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. როიტერის ინფორმაციით, ფატალური შემთხვევების რიცხვის 2 მილიონამდე გაზრდას ერთ წელზე მეტი დრო, 2 მილიონიდან 3 მილიონამდე გაზრდას კი მხოლოდ 3 თვე დასჭირდა. ყველაზე მეტი გარდაცვლილი, მილიონი ევროპის რეგიონშია დაფიქსირებული. ხუთ ევროპულ ქვეყანაზე კი, გაერთიანებულ სამეფოზე, რუსეთზე, საფრანგეთზე, იტალიასა და გერმანიაზე, ამ შემთხვევების 60%-ი მოდის. ქვეყანა, სადაც კოვიდ 19-ს ყველაზე მეტი - 550 000-მდე - ადამიანი ემსხვერპლა, შეერთებული შტატებია. მსოფლიოში ვირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობის 19% აშშ-შია დაფიქსირებული. ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ქვეყენაში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიის სწრაფი ტემპი კოვიდ 19-ით გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოსახლეობის მესამედმა ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა უკვე მიიღო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში