ქობულეთის #6 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო შესაძლოა დაიხუროს

07 აპრილი 2021, 13:50 1309 ნახვა

ქობულეთის #6 საჯარო სკოლა კორონავირუსის გამო დროებით იხურება.

რესურსენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე აცხადებს,  რომ კორონავირუსი დღეს სკოლის მაღალი კლასის პედაგოგს დაუდასტურდა. პედაგოგის ინფიცირების წყარო ოჯახია. რის გამოც სკოლა შესაძლოა დროებით დაიხუროს.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, სკოლა ონლაინ სწავლებაზე სავარაუდოდ, ხვალიდან გადავა. ვინაიდან ვირუსის დადასტურების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ მიიღეს, შესაბამისად სკოლაში სწავლის პროცესი დღეს მიმდინარეობს.

ხვალ ყველა პედაგოგს და ტექნიკურ პერსონალს სრულად PCR ტესტირება ჩაუტარდებათ, რომელიც სკოლაში არსებულ ეპიდვითარებას დაადგენს. სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე კი სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყება.

საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, სკოლაში ამ ეტაპზე გაფართოებული კვლევა მიმდინარეობს რის შემდეგადაც გახდება ცნობილი დაიხურება თუ არა აღნიშნული სასწავლო დაწესებულება.

დირექტორის განმარტებით, დაახლოებით 2 კვირის წინ სკოლის კიდევ ერთი პედაგოგს დაუდგინდა კორონავირუსი და ის მკურნალობის კურსს კოვიდ სასტუმროში გადის.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსის გამო სულ 7 სკოლაა დროებით დახურული.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სულ 46-საჯარო და 3-კერძო სკოლაა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში