ქალების პროტესტი ერევანში

07 აპრილი 2021, 17:46 913 ნახვა

ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილე ქალებმა შარლ აზნაურის მოედნიდან სომხეთის მთვარობის ადმინისტრაციის მიმართულებით მსვლელობა გამართეს.

აქციის მონაწილეებმა მანამდე გაავრცელეს განცხადება, რომელშიც მთავრობა და მისი მეთაური ნიკოლ ფაშინიანი დაადანაშაულეს სამხედრო ტყვეებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში დაპირისპირების დროს დაღუპულების თუ დაკარგულების შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის კორდონის გარღვევასა და მთავრობის შენობაში შეღწევას შეეცადა, შემდეგ კი შენობას კვერცხები დაუშინა. ამის შემდეგ პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში