„ასტრაზენეკას“ ვაქცინით საქართველოში მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

08 აპრილი 2021, 15:25 952 ნახვა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება. გადაწყვეტილება ექსპერტთა საბჭომ დღეს მიიღო. 

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ქვეყანას ამ ეტაპზე არ აქვს რესურსი 55 წელს ქვემოთ ასაკის მოქალქეებს სხვა ვაქცინა შესთავაზოს. 

''ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობის უსფრთხოება არის მნიშვნელოვანი და  ეს საკითხი ამ გადასახედიდან გადაწყდა. რას გააკეთებენ 55 წლამდე ადამიანები, ეს რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როდესაც ქვეყანაში სხვა ვაქცინები შემოვა. რეალურად პროგრამის მიღმა დარჩა სამედიცინო პერსონა''- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ხანდაზმულებში „ასტრაზენეკას“ საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს და ამ ვაქცინის მოწოდება ჩვეულებრივ გაგრძელდება. მისივე თქმით, „ფაიზერთანაც“ მიდის საუბარი, რომ ქვეყანას დამატებითი დოზები პირდაპირი მოლაპარაკების გზით მოეწოდოს.

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით ევროპის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი დასკვნა, რომლის თანახმადაც ისევ ცალსახად არის მითითებული, რომ „ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებული სარგებელი რისკებს აღემატება. მათ აღიარეს შესაძლო კავშირი თრომბოზულ გართულებასა და ვაქცინაციას შრის. ეს არის უიშვიათესი. ექსპერტების საბჭომ იმსჯელა და გაუწია  რეკომენდაცია ასტარზენეკათი ვაქცინაციის  გაგრძელებას 55 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში'' - განაცხადა გაბუნიამ. 

გაბუნიას თქმით, ვინც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე ჩაიტარა, უსაფრთხოდ შეუძლია მიიღოს ვაქცინის მეორე დოზაც, შესაბამისი ინტერვალის გასვლის შემდეგ და ეს ეხება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში