აპრილის ბოლოს საქართველოში რამდენიმე ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი - ბიძინა კულუმბეგოვი

08 აპრილი 2021, 15:31 888 ნახვა

იმუნოლოგ-ალერგოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, აპრილის ბოლოს საქართველოში რამდენიმე ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

"აპრილის ბოლოს ველოდებით "კოვაქს პლატფორმიდან" 89 000 დოზა "ასტრა ზენეკას" ვაქცინას, ქვეყანას აქვს "სინოფარმის" ვაქცინა, "სინოვაკისგანაც" გვექნება 100 000 დოზა. კადრებიც გადასამზადებელია და მოგეხსნებათ ბევრი სხვა ნიუანსია. მაგრამ აპრილის ბოლოდან იქნება ბევრი სხვადასხვა ვაქცინა ხელმისაწვდომი, რომლითაც იქნება ვაქცინაცია შესაძლებელი"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

მისივე განმარტებით,  ცვლილებები შევა ე.წ  ჩეკ ლისტში, რომელსაც იმუნიზაციაზე მისული ადამიანი ავსებდა. რამდენიმე სიღრმისეული კითხვა დაემატება, რომელიც სისხლის  შედედების პრობლემებსა და სხვა რისკ ფაქტორებზე იქნება.

"იმუნიზაციის ბრიგადა შედგება 3 პერსონისგან და მდგომარეობის შეფასებით ის გადაწყვეტს გაუკეთოს აცრა იმ დღეს  აღნიშნულ პირს თუ გაუშვას სპეციალისტთან"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში