ბსუ-ს სოფლის მეურნეობის დარგების შესასწავლად ტექნიკა გადაეცა

08 აპრილი 2021, 16:02 901 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესიული სწავლების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკური აღჭურვილობა გადაეცა. მებაღეობისა და სატყეო საქმის სპეციალობას 30-მდე სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროფესიები დამსაქმებლებთან ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით შეარჩიეს, რაც მომავალში დასაქმებას შეუწყობს ხელს. პროგრამა 150 ათასამდე ლარით გაეროს განვითარების პროგრამის შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ  დაფინანსდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში