მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს სასამართლომ 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა

08 აპრილი 2021, 17:35 962 ნახვა

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა, სამივე დაკავებულისთვის 5 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას ითხოვდა.

მორიგი სხდომა 31 მაისსს, 12 საათზე გაიმართება. 

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში