საქართველოში კორონავირუსის 777 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

09 აპრილი 2021, 10:56 1103 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 777 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 342 პირი. ჩატარდა 36 578 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 438 ანტიგენის ტესტით და 12 140 PCR ტესტით.

8 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.09%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.47 %.

ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 459 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 437 პირი, აჭარაში - 1 925, იმერეთში - 957.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში